ნიკოლოზ სამხარაძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი დაიწერა ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც ევროკავშირის დირექტივას დაეყრდნო

როგორც ყოველთვის, ახლაც ოპოზიციამ ის ტყვია გაისროლა, რომელიც მათ სხვათა შორის არსენალში უთავდებათ, რადგან რამდენჯერაც გაისროლეს, იმდენჯერ ფუჭი გასროლა გამოუვიდათ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია რეალობას აცდენილია, რადგან კანონპროექტი ევროკავშირის დირექტივას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობენ.

„ამ შემთხვევაშიც საერთოდ აცდენილი არიან რეალობას, რადგან ეს კანონპროექტი დაიწერა ევროკომისიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით. ფაქტობრივად, ყოველ სამ დღეში იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ეს კანონპროექტი ევროკავშირის დირექტივას დაეყრდნო, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობს. ამ შემთხვევაშიც ნათელი იყო, რომ ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენელი გამოვიდოდა და იტყოდა, რაც ასეც მოხდა. ოპოზიციას თავისი სტრატეგია ძალიან არასწორად აქვს შერჩეული და ყოველ ჯერზე მარცხდებიან უაზრო ქმედებებით. ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არც პრობლემებს გვიქმნის, მთავარია - იმ გზაზე ვიაროთ, რაც დასახული გვაქვს,” - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება