ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის ჟურნალისტიკის ტრენინგების ასოციაციის (EJTA) სრულუფლებიანი წევრი გახდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის ჟურნალისტიკის ტრენინგების ასოციაციის (EJTA) სრულუფლებიანი წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 17-20 ოქტომბერს ვენაში გამართულ European Journalism Training Association-ის კონფერენციაზე ბსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა თამარ სირაძემ და ციფრული მედია და ინოვაციების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ინგა შამილიშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარადგინეს, როგორც ასოციაციის ახალი წევრი. კენჭისყრის შედეგად, ბსუ ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც მედია სკოლის განვითარებისა და წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ევროპის ჟურნალისტიკის ტრენინგების ასოციაცია (EJTA) დაარსდა 1990 წელს ბრიუსელში და აერთიანებს 80-მდე ჟურნალისტურ ცენტრს, სკოლასა და უნივერსიტეტს ევროპის 30-მდე ქვეყნიდან. EJTA-ს წევრობა ინსტიტუციურია, მისი მიზანია ჟურნალისტური განათლების, ტრენინგების ხელშეწყობა და ევროპული თანამშრომლობა. იგი ორგანიზებას უწევს კონფერენციებსა და სემინარებს ჟურნალისტიკის აქტუალურ საკითხებზე, ხელს უწყობს სტუდენტებისა და ლექტორების გრძელვადიან და საშუალოვადიან მობილობას, მედია კვლევებს, წარმოადგენს მის წევრებს და იცავს მათ ინტერესებს ისეთ პარტნიორებთან კონტაქტებში, როგორიცაა: ევროკომისია, იუნესკო, ჟურნალისტთა და გამომცემელთა ევროპული ასოციაციები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!