„პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილი - „პეისერა ბანკი საქართველო“ არის ქვეყანაში ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტი რომელსაც შეუძლია გახსნას როგორც ქართული, ასევე ევროპული ანგარიშიც

„აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშსწორების განვითარება და დაჩქარება", - ამის შესახებ აბრეშუმის გზის ფორუმზე „პეისერა ბანკი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

„პეისერა ბანკი" საქართველოში ციფრული ბანკის ლიცენზიის ერთადერთი მფლობელია. ასევე „პეისერა ბანკი საქართველო" ექსკლუზიურად აძლევს მომხმარებელს საშუალებას გახსნან ევროპული ანგარიში.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ამით ქართველ მომხმარებელს მიეცა საშუალება ესარგებლა იგივე ბენეფიტებით, როგორიც აქვს ნებისმიერ ევროპულს, როცა საქმე ეხება ანგარიშსწორებას.

,,აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშსწორების სისტემის განვითარება და დაჩქარება. შესაბამისად, ანგარიშსწორებაში რაც შეიძლება მეტი ქვეყნის ჩართვა. ,,პეისერა ბანკი საქართველო" არის ქვეყანაში ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტი რომელსაც შეუძლია გახსნას როგორც ქართული, ასევე ევროპული ანგარიშიც. მოვახერხეთ, რომ ევროს ერთიანი გადახდის სისტემა და საქართველოს გადახდების სისტემა გავაერთიანეთ, რითაც ქართველ მომხმარებელს მივეცით საშუალება ესარგებლა იგივე ბენეფიტებით, როგორიც აქვს ნებისმიერ ევროპულს, როცა საქმე ეხება ანგარიშსწორებას. ვიმედოვნებთ, რომ ამით ისარგებლებს არა ერთი მოქალაქე და კომპანია" - უთხრა ,,პესერა ბანკი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ,,პალიტრანიუსს".

ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ფორუმის მნიშვნელობაზე და შესაძლებლობებზე, რომელსაც აბრეშუმის გზა მასში მონაწილე ქვეყნებისთვის აჩენს.

,,აბრეშუმის გზის ფორუმი, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა იმკვიდრებს თავის ადგილს აბრეშუმის გზაზე. ეს არის შუა დერეფნის მიმართულება. საქართველოში, დღეს სტუმრად იმყოფება არა ერთი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია და განიხილება სწორედ ის შესაძლებლობები, რომელსაც აბრეშუმის გზა აძლევს ყველა იმ ქვეყანას რომელიც ჩართულია აღნიშნულში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, 26-27 ოქტომბერს საქართველო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ მასპინძლობს. მასშტაბური ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა, წელს მეოთხედ იმართება.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პირველ პანელზე, დღეს, „პეისერას“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი აუდრიუს ლუჩიუნასი წარსდგა და ციფრულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაში ბლოკჩეინის როლზე ისაუბრა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება