ვიქტორ ორბანი - ჩვენ საკუთარი სტრატეგიით ვამაყობთ - ერთადერთნი ვართ, ვინც მშვიდობის დასაცავად საუბრობს

ჩვენ საკუთარი სტრატეგიით ვამაყობთ , - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის წინ, ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებდა თუ არა პუტინთან შეხვედრის გამო, ბოდიშის მოხდას, უარყოფითი პასუხი გასცა.

„ჩვენ ამ კუთხით ძალიან მკაფიო პოლიტიკა გვაქვს, რომელიც აქ მყოფი ბევრის სტრატეგიისგან განსხვავდება. თქვენ გაქვთ ომის სტრატეგია, ჩვენ კი მშვიდობის. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთთან კომუნიკაციის ყველა არხს, სხვა შემთხვევაში მშვიდობის შანსი არ იქნება. ეს არის ჩვენი სტრატეგია და ჩვენ ამით ვამაყობთ. ერთადერთნი ვართ, ვინც მშვიდობის დასაცავად საუბრობს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პეკინში ერთმანეთს შეხვდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება