თსუ-ს საკალათბურთო გუნდმა ფიბა ევროპის თასზე კვიპროსის "კერავნოსი" დაამარცხა

ქართული საკალათბურთო გუნდი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირზე ასპარეზობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა, ფიბა ევროპის თასის გათამაშებაში მონაწილეობს. ტურნირის მე-2 ტურის მატჩი, თბილისი არენაზე გაიმართა და „თსუ-მ“ დაძაბულ ბრძოლაში კვიპროსის "კერავნოსი" 63:60 დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გუნდს 22 ქულა კახა ჯინჭარაძემ მოუტანა. 7 ქულა და 14 მოხსნა ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზეა. გიორგი ტურძილაძემ შეხვედრა 11 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც თსუ-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, 9 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა დააგროვა.

მათივე ცნობით, სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდისთვის მე-2 მატჩი იყო ფიბა ევროპის თასზე. პირველ ტურში თსუ გერმანიის ქალაქ გიოტინგენში, ამავე სახელწოდების გუნდთან ბრძოლაში - 81:86 დამარცხდა. გუშინდელ ტურში "გიოტინგენმა" ჯგუფის მე-4 წევრი, იტალიური "ვარეზე" სტუმრად 91:79 დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მეორე-მესამე ადგილებს "ვარეზე" და "თსუ" იყოფენ, კვიპროსის "კერავნოსი" კი, 2 წაგებით ბოლო ადგილზეა.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო შემადგენლობა სრულად გადახალისდა და გუნდი ახალი შემადგენლობით წარსდგა ევროტურნირებზე.

შემდეგ ტურში "თსუ" იტალიაში "ვარეზეს" შეხვდება. მატჩი 2 ნოემბერს, ქალაქ ვარეზეში, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება