პარლამენტის ეთიკის საბჭო 22 წევრით განისაზღვრა

საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა ორით გაიზარდა და 22 წევრით განისაზღვრა. ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხი განიხილეს.

მისი თქმით, ცვლილების მიზეზი პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფის - „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსათვის" შექმნა გახდა.

„პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის ეთიკის საბჭოში თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობა და ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნიდან გამომდინარე ერთი წევრი დაემატა ოპოზიციას, ერთი კი - უმრავლესობას. შესაბამისად, კვოტები განისაზღვრა 22 წევრით: 11 უმრავლესობა, 11 - ოპოზიცია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტმა წარმოდგენილი კვოტები დაამტკიცა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება