საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანია  Skillwill-მა დასაქმების ფორუმი გამართა

Skillwill-მა დასაქმების ფორუმის ფარგლებში, კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება გამართა, რომელსაც პროგრამირების და ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებების 100-ზე მეტი კურსდამთავრებული დაესწრო, მათ შორის, მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, მიღებული სტუდენტებიც იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ბაზრის მსხვილმა დამსაქმებელმა Skillwill-ის კურსდამთავრებულებს მიმდინარე, ექსკლუზიური ვაკანსიები და სტაჟირებები გაუზიარეს. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Lineate-ი, Digital Area, Making science sweeft-ი, „თიბისი ბანკი“, „პაშა ბანკი“, „კრისტალი“, „ტრანსპორტერი“ და ქვეყნის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებმაც კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, გაუზიარეს ინფორმაცია ახალი უნარების შეძენის მნიშვნელობის, დასაქმების მიმართულებით ბაზარზე არსებული საჭიროებების, კადრების დეფიციტის აღმოფხვრისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

„ჩვენი სტუდენტების ხელშეწყობა სწავლის და კარიერული განვითარების გზაზე Skillwill-ის პრიორიტეტია, ხოლო ამ პროცესში კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობისა და წარმატების მაგალითების შექმნისთვის”, - განაცხადა Skillwill-ის დამფუძნებელმა, გიორგი მარიამიძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, Skillwill-ისთვის დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, სწორედ ამ მიზნით, თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო წარმატებულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები ასეთი აქტიურები არიან ამ მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და საბოლოოდ დასაქმებას“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო