ირაკლი ღარიბაშვილი - სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში

სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე" წერს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, მადლობელია რეგიონის ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საქართველოს ნების მხარდაჭერისთვის.

"სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში. მადლობელი ვარ რეგიონის ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საქართველოს ნების მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი კავშირები საერთო ინტერესების მქონე სფეროებში კიდევ უფრო გაღრმავდება", - აღნიშნა პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!