საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ზეიუდის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ("CEPA") მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

„ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შედეგად საქართველო საამიროებთან სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს, რომ საქართველოსთვის დამატებით გაიხსნა 10-მილიონიანი მაღალ მსყიდველობითუნარიანი ბაზარი.

ასევე აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ყურის ქვეყნებთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებით.

პრემიერმა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, რომელიც მას აქვს, როგორც ევროპისა და აზიის, ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დაკავშირებადობის და სატრანზიტო მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას შეეხო. საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და პოტენციალი განიხილეს. აღინიშნა, რომ 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 64%-ით გაიზარდა და 312.91 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი 60%-ით გაიზარდა და 35.69 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 65%-ით გაიზარდა და 277.22 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შეხვედრაზე საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობისა და ისტორიული სატრანზიტო როლის შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყნის, როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში იმყოფება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო