აშშ უკრაინას 150 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 150 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, საარტილერიო, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა საშუალებებს, რომლებიც “კიდევ უფრო გააძლიერებენ უკრაინის შესაძლებლობას თავისი ტერიტორია დაიცვას რუსეთის თავდასხმითი ქმედებებისგან, ამავდროულად რუსი სამხედროების წინააღმდეგ კონტრშეტევის გაგრძელებით”.

აღნიშნული პაკეტი 2022 წლის თებერვლიდან 49-ე გახდა Presidential Drawdown Authority მექანიზმის ფარგლებში, რომლის საშუალებითაც უკრაინელი სამხედროები დახმარებას უშუალოდ ამერიკული საწყობებიდან იღებენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!