რომეო მიქაუტაძემ "აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკასა და  რეგიონალურ თანამშრომლობაზე ისაუბრა

საქართველო ფლობს მნიშვნელოვან ენერგორესურსებს. ძირითადად, ეს არის განახლებადი ენერგიის წყაროები - იქნება ეს ჰიდრო, მზის თუ ქარის ენერგიები. ვცდილობთ, რომ ეს რესურსები პაკეტის სახით წარვუდგინოთ ინვესტორებს, რომ უზრუნველვყოთ უფრო უსაფრთხო ენერგომომავალი. ეს არის ჩვენი მორალური ვალდებულება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განაცხადა.

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ენერგეტიკის თემატურ სესიაზე „ენერგეტიკის დიფერსიფიკაცია, გზა ენერგოუსაფრთხოებისკენ", ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, მიმდინარე პროექტებზე, რეგიონალურ თანამშრომლობასა და აღნიშნული სფეროს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება და შემდგომი განვითარება წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს. ამიტომ, მთავრობამ 2022 წელს დაიწყო ახალი მხარდამჭერი სქემა ინვესტორებისთვის, რომელიც ეფუძნება კონკურენციას, ბაზრის წესებს და გამჭვირვალე აუქციონებს.

პანელური დიკუსიის ფარგლებში, მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ენერგეტიკულ ცენტრად ჩამოყალიბების და ენერგორესურსების დივერსიფიკაციის ხელშემწყობ ფაქტორებს. მისი შეფასებით, იმისთვის, რომ გამოიყენო ადგილობრივი რესურსები, საჭიროა სხვადასხვა ქვეყნებთან უფრო მაღალი ხარისხის დაკავშირება.

„ამ მხრივ ხაზგასასმელია გაზსადენის, ასევე წყალქვეშა კაბელის პროექტები, რომლებიც შექმნიან დივერსიფიკაციის ორ ახალ არეალს როგორც ამიერკავკასიისთვის, ისე ევროპისთვის”, - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგოუსაფრთხოების და ენერგეტიკის დივერსიფიკაციის საკითხებისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილესთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი სებასტიან ბურდუია, უნგრეთის საგარეო ურთიერთობისა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიარტო, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ელნურ სულტანოვი, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჰაკობ ვარდანიანი, EIB Global-ის დირექტორი ლიონელ რაპაილე და International Finance Corporation-ის რეგიონალური ხელმძღვანელი პატრიკ ავატო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება