ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ამ ცეცხლისგან უვნებელი არავინ დარჩება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი აშშ-ს აფრთხილებს, რომ თუ ისრაელი ღაზას წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს, ამ ცეცხლისგან უვნებელი არც შეერთებული შტატები დარჩება.

"ჩვენ არ მივესალმებით ომის გაფართოებას რეგიონში. მაგრამ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ამ ცეცხლისგან უვნებელი არავინ დარჩება", - განაცხადა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, როდესაც მან გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერებს მიმართა.

მისი მტკიცებით, „ჰამასი“ მზად არის გაათავისუფლოს მშვიდობიანი მძევლები და რომ მსოფლიომ უნდა მოითხოვოს ისრაელის ციხეებში მყოფი ათასობით პალესტინელის გათავისუფლება.

გაერო-ში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი ნიუ-იორკში ყოფნის მიზანი შეხვედრის მონაწილეების „ყურების შხამით ავსებაა“.

„ამ კაცის, მასობრივი მკვლელს ან ირანის ტერორისტული რეჟიმის ნებისმიერ სხვა წარმომადგენლის ადგილი გაერო-ში არ არის. ეს არის მორალური ლაქა გაერო-სა და იმ ღირებულებებზე, რასაც ის ეფუძნება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება