ჯო ბაიდენი ირანს აფრთხილებს

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ირანი გააფრთხილა, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკელი სამხედრო პერსონალი თავდასხმის სამიზნე არ გახდეს.

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა ირანს გაფრთხილება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისადმი გაგზავნილი პირდაპირი შეტყობინების მეშვეობით გადასცა.

„განხორციელდა პირდაპირი შეტყობინების გადაცემა“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ამასთან, მანამდე პენტაგონმა განაცხადა, რომ, ირანთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან თავდასხმების ზრდის ფონზე ამერიკელი პერსონალის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ახლო აღმოსავლეთში დამატებით 900 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა ან მიემართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება