ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირის გადაწყვეტილება განსაზღვრავს მომავალ გზას - ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული

ევროპის ერთიანობის მთავარი გეოპოლიტიკური გამოვლინება - ერთიანობა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე - უსაფრთხოების პერსპექტივიდანაც უნდა განიხილებოდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებს ვიდეო ჩართვის საშუალებით მიმართა.

მისი თქმით, უკრაინამ ევროკომისიის შვიდივე რეკომენდაცია, პრაქტიკულად, შეასრულა და ევროკავშირისგან შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდება.

„უკრაინამ პრაქტიკულად შეასრულა ევროკომისიის 7 რეკომენდაცია და საპასუხოდ ჩვენ თქვენი ერთიანობის იმედი გვაქვს - რომ მიიღებთ გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავს ევროკავშირის მთელ მომავალ გზას. ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი თანამედროვე ევროპის მხარეს ხართ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება