ისრაელმა ღაზის სექტორში ჯავშანტექნიკის გამოყენებით მეორე რეიდი განახორციელა

ისრაელმა ღამით ღაზის სექტორში მეორე „შეზღუდული შეჭრისთვის“ ტანკები და ჯარისკაცები გაგზავნა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოპერაციის დროს „ჰამასის“ წევრებსა და ობიექტებს დაარტყეს.

მათივე ინფორმაციით, რეიდი შუჯაიას მახლობლად, ღაზას აღმოსავლეთ ნაწილში, ქვეითებმა, სამხედრო-საინჟინრო ძალებმა და ჯავშანტექნიკამ განახორციელეს, საჰაერო დაფარვას კი ისრაელის საჰაერო ძალების დრონები და საბრძოლო ვერტმფრენები უზრუნველყოფდნენ. საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები „ჰამასის“კუთვნილ ობიექტებზე, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გაშვებისა და სამეთაურო ცენტრების წინააღმდეგ, განხორციელდა. ლიკვიდირებულია „ჰამასის“ რამდენიმე წევრი.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორია რამდენიმე საათის შემდეგ დატოვა და არავინ დაშავებულა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება