მედია - ვლადიმერ პუტინმა და გრიგორი იავლინსკიმ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარტია „იაბლოკოს“ დამფუძნებელს გრიგორი იავლინსკის შეხვდა, - ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „იაბლოკოს“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საჭიროება იყო.

პარტიაში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა „იავლინსკის პრინციპული პოზიციაა“. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დაწყება და მზადაა მათში პირადად მიიღოს მონაწილეობა.

ზოგიერთი მედია საშუალება ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინმა იავლინსკის უკრაინის ხელისუფლებასთან შესაძლო მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება