ლევან დავითაშვილმა სერბეთის ადგილობრივი და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში სერბეთის ადგილობრივი და საგარეო ვაჭრობის მინისტრს ტომისლავ მომიროვიჩს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციიით, შეხვედრაზე განხილეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში შეინიშნება როგორც ორმხრივი ვაჭრობის, ასევე სერბეთში ექსპორტის ზრდის დინამიკა. კერძოდ, 2022 წელს ვაჭრობის მოცულობა 152 პროცენტით, ხოლო ექსპორტი - 421 პროცენტით გაიზარდა. ანალოგიური სურათი დაფიქსირდა 2023 წლის 9 თვეშიც - სავაჭრო ბრუნვა 72 პროცენტით, ექსპორტი კი 32 პროცენტით გაიზარდა. ამის მიუხედავად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვაჭრობის მხრივ პოტენციალი დიდია, ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ბიზნეს კავშირების მეტად განვითარების აუცილებლობას, რისთვისაც საუბარი წარიმართა მეტი ბიზნეს ფორუმისა და სავაჭრო მისიის გამართვის მნიშვნელობაზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური დიალოგის გაგრძელებისა და ამ მხრივ, მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ჩატარების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ასევე განხილეს ორმხრივი კავშირების განვითარების საკითხები ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, განახლებადი ენერგეტიკის და სხვა დარგებში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო