დავით ჭიჭინაძე - ძალიან ცუდი წარმოდგენა უნდა გქონდეს ევროსაბჭოზე, ევროკავშირზე, კომისრებზე, რომ იფიქრო, ასე ვიღაცის ამბის მიტანით ან დაპირებით იღებენ გადაწყვეტილებებს სტატუსის მინიჭების შესახებ

ძალიან ცუდი წარმოდგენა უნდა გქონდეს ევროსაბჭოზე, ევროკავშირზე, კომისრებზე, რომ იფიქრო, ასე ვიღაცის ამბის მიტანით ან დაპირებით იღებენ გადაწყვეტილებებს სტატუსის მინიჭების შესახებ. მათ იციან ქართველი ხალხის მისწრაფებები, ინტერესები,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ თავმჯდომარე, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, შესასრულებელ 12 პუნქტს, ერთი აკლია მეცამეტე - მთავარი ევროპული ღირებულება - ცხოვრების მაღალი მატერიალური დონე.

„ძალიან ცუდი წარმოდგენა უნდა გქონდეს ევროსაბჭოზე, ევროკავშირზე, კომისრებზე, რომ იფიქრო, ასე ვიღაცის ამბის მიტანით ან დაპირებით იღებენ გადაწყვეტილებებს სტატუსის მინიჭების შესახებ. მათ იციან ქართველი ხალხის მისწრაფებები, ინტერესები,

ხედავენ ხალხის განწყობას და გადაწყვეტილებასაც სწორედ ქართველი ხალხისგან გამომდინარე მიიღებენ და ამას ვერც ოპოზიცია შეაჩერებს და ვერც ხელისუფლება.

მით უმეტეს, რომ ყოველთვის და ყველგან ამბობენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს ჩვენი კონსტიტუციითაც არის გამყარებული.

მაგრამ იმ შესასრულებელ 12 პუნქტს, ერთი აკლია მეცამეტე - მთავარი ევროპული ღირებულება - ცხოვრების მაღალი მატერიალური დონე.

ანუ, ცხოვრების მატერიალური დონე თუ არ აიწევს, სხვას ყველაფერს აზრი ეკარგება.

და სტატუსიც, პირველ რიგში, ცხოვრების ევროპულ სტანდარტს უნდა ემსახურებოდეს“,- აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება