„ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის წევრები სენატორ ჰენდრიკს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, კამპანიის ფარგლებში, სენატორ ჰენდრიკს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, „სენატორ ჰენდრიკთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც უკრაინის თემაზე აქტიურად არის ჩართული. მათ ასევე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე ისაუბრეს“.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სენატორ ჰენდრიკთან, რომელიც უკრაინის თემაზე ძალიან აქტიურად არის ჩართული. ვისაუბრეთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სენატში უფრო მეტი მოსმენა, უფრო მეტი რეზოლუცია, ასევე, მაღალი დონის დელეგაციები საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2024-ში გეოპოლიტიკური არჩევნები გველის. საქართველოს მოსახლეობამ, ერთი მხრივ, რუსეთი და ივანიშვილის რეჟიმი და მეორე მხრივ, დემოკრატიული ოპოზიცია და დასავლეთი უნდა აირჩიოს. რა თქმა უნდა, დასავლური არჩევანი გაიმარჯვებს, შესაბამისად გაიმარჯვებს დემოკრატიული ოპოზიცია. რა თქმა უნდა, აშშ-ს ძალიან მყარი დასაყრდენი ჩვენს რეგიონში საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური ხელისუფლების სახით კვლავ ეყოლება. ასევე, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე ვისაუბრეთ. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ის ერთ-ერთი მთავარი ანტიპუტინისტია ჩვენს რეგიონში და ეს არის პოლიტიკური პატიმრობა. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი გათავისუფლდეს და გათავისუფლდეს რაც შეიძლება მალე იმისთვის, რათა მან შეძლოს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება გააგრძელოს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო