საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსში“ ქეთევან ოძელაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსში“ სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, სტუ-ს თანამშრომლის, თვითნასწავლი მხატვრის ქეთევან ოძელაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქეთევან ოძელაშვილის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული 57 ნახატი. სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლის თამარ გაგნიძის თქმით, ქეთევან ოძელაშვილის პერსონალურ გამოფენას გალერეა „უნივერსი“ უკვე მეორედ მასპინძლობს.

„ქეთევან ოძელაშვილის შემოქმედება იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა, შეუძლებელია ხელოვნების მოყვარულთა ყურადღების მიღმა დარჩეს. ამდენად, ჩვენთვის გასაოცარი სულაც არაა ის ფაქტი, რომ ქეთევანს არაერთ საერთაშორისო გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. თვითნასწავლი მხატვარი სპეციალობით მუსიკოსია და მრავალი წელია „გეპეის ჯაზ-ორკესტრის“ ვოკალის პედაგოგია. საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ექსპოზიციაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია მხატვრის საოცარი ტექნიკა, ინდივიდუალიზმი. ვულოცავ მას კიდევ ერთი წარმატებული პერსონალური გამოფენას და მადლობას მოვახსენებ უნივერსიტეტის რექტორატს მხარდაჭერისთვის, ხოლო მხატვარს, ასეთი ლამაზი დღის ჩუქებისთვის“, - განაცხადა თამარ გაგნიძემ.

მათივე ცნობით, ქეთევან ოძელაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს, სტუმრებს და აღნიშნა, რომ მისთვის გალერეა „უნივერსში“ ნამუშევრების გამოფენა პრესტიჟია.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩემთვის მშობლიურია, მრავალი წელია „გეპეის ჯაზ-ორკესტრის“ ვოკალისტი ვარ. ჩემი აზრით, მუსიკა და მხატვრობა ერთმანეთს ავსებს, ნახატს ვხედავთ, მუსიკას ვისმენთ და ეს არის სილამაზის სიმფონია. ეს არის ჩემი ცხოვრება. მრავალფეროვნებისთვის თემატიკას ხშირად ვცვლი, შესაბამისად ხელწერაც იცვლება, გამოფენაზე წარმოდგენილ ნახატებში ეს სხვაობა იგრძნობა. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ სწორედ ამ მრავალფეროვნების გამო ინტერესდებიან ჩემი ნამუშევრებით კოლექციონერები, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ ევროპისა თუ ამერიკის ქვეყნებში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სტუ-ის რექტორს მხარდაჭერისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს ჩემი პერსონალური გამოფენის ასე ლამაზად ორგანიზებისთვის, ყველა სტუმარს, მათ შორის, სტუ-ის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს. დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა, ეს არის ერთგვარი მოთელვა სიცილიისთვის, სადაც 14 ნოემბერს გაიმართება გამოფენა“, - განაცხადა ქეთევან ოძელაშვილმა.

სტუ-ს ინფორმაციით, გალერეა „უნივერსში“ ქეთევან ოძელაშვილის პერსონალური გამოფენა 10 დღე გასტანს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო