ლევან დავითაშვილმა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრთან, ილხომ მახკამოვთან შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრს ილხომ მახკამოვს შეხვდა, რომელიც თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ უზბეკეთი დაინტერესებულია, გაზარდოს ტვირთბრუნვა შუა სატრანსპორტო დერეფანში, რომელიც უმოკლესი გზაა ევროპასა და აზიას შორის. აგრეთვე გამოითქვა უზბეკური მხარის დაინტერესება საქართველოს ლოგისტიკური სექტორის მიმართ.

მხარეებმა ასევე აქცენტი გააკეთეს თანამშრომლობაზე ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ჰორეკა სექტორის, საფინანსო მომსახურების და სხვა სფეროებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება