სოფო ჯაფარიძე - სააკაშვილის ინიციატივით, რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ვაპირებთ - ეს შეიძლება ხელისუფლებისთვის ღიმილის მომგვრელი იყოს, მაგრამ სასაცილოდ არ გვაქვს საქმე

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების ოფისში ახალი ჰუმანიტარული ინიციატივა წარადგინა. სოფო ჯაფარიძის თქმით, პროექტი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით იწყება, სადაც ჩართული არიან ექიმები და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ერთად აპირებენ რეგიონებში ჩასვლას მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად.

„დღე არ გაივლის, რომ არ მივიღო უამრავი წერილი, თუ რა მძიმე სოციალური პრობლემების წინაშეა ქართველი ხალხი, თუ როგორ უჭირთ ექიმებთან ვიზიტი და სრულფასოვანი მკურნალობა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ჩვენ ვიწყებთ ჰუმანიტარულ პროექტს, რომელშიც ჩაერთო ძალიან ბევრი ექიმი. ვაპირებთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლას და შეძლებისდაგვარად სამედიცინო კუთხით დახმარების გაწევას. ჩვენი ინიციატივა შეიძლება ხელისუფლებისთვის ღიმილის მომგვრელი იყოს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვთვლი, რომ სასაცილოდ გვაქვს საქმე, როცა გაჭირვებული ადამიანი მწერს, რომ გაჭირვების გამო, არჩევანს აკეთებს საკვებსა და ექიმთან ვიზიტს შორის. როცა მშობლებს, საკუთარი შიმშილის ფასად უწევთ ჩვილი ბავშვების გამოკვება, როცა სრულყოფილი მკურნალობის მიღება ფუფუნების საგნად გადაიქცა. დღეს საქართველოში ჯანდაცვაც კი ხელმისაწვდომია მხოლოდ ივანიშვილის კლანისთვის და არა თითოეული თქვენგანისთვის. მე, სოფო ჯაფარიძე, ვიქნები იქ სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები. მე ყველაზე კარგად მესმის თქვენი, როგორც დედას, როგორც ქალს და როგორც შვილს. თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობა არ უნდა იყოს ოჯახებისთვის მძიმე ტვირთი! მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ჰუმანიტარული აქცია და ამ ინიციატივას არანაირი კავშირი არა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგთან. პროექტი დაიწყება 4 ნოემბერს და საიდან დავიწყებთ, დეტალებს აუცილებლად მალე გაიგებთ”, - განაცხადა სოფო ჯაფარიძე

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება