„ალდაგი“ სახლის დაზღვევის მსურველებს ახალ შეთავაზებას უკეთებს

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, სახლის დაზღვევის მსურველებს, ახალი შეთავაზებით დაუბრუნდა.

კოპანია „ალდაგის“ ინფორმაციით, „ალდაგისა“ და კომპანია“ ნამი 8“ -ს თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც 30 ნოემბრამდე სახლს ალდაგში დააზღვევენ, ნამი 8 - ს უახლესი ტექნოლოგიის, ინოვაციური წყლის ბარით, ორი თვის განმავლობაში, უფასოდ, ისარგებლებენ.

წყლის ბარი უმაღლესი სტანდარტების, ჭკვიანი სისტემით აღჭურვილი ტექნოლოგიაა, რომელიც სრულიად აღმოფხვრის სასმელი წყლის პრობლემას და შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერ დროს ისარგებლოთ გაფილტრული ცხელი, თბილი ან/და გრილი წყლით.

„ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს განსხვავებული პირობები და საჩუქრები შევთავაზოთ, რადგან მეტად დაცულად და კომფორტულად იგრძნონ თავი. ალდაგის სახლის დაზღვევის პროდუტი მართლაც გამორჩეული და კონკურენტულია ბაზარზე, რადგან ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას მიიღებს,“ - აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგის“ სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას. „ალდაგის“ სახლის დაზღვევის შეძენა დაზღვევის მენეჯერის დახმარებით არის შესაძლებელი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება