საქართველოს და კატარს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრმა ჯასიმ ბინ საიფ აჰმედ ალ სულაიტმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელმოწერა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

„მემორანდუმის ხელმოწერა ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების დასაქმებას.

საქართველოს მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარებასთან დაკავშირებით მემორანდუმები გაფორმებული აქვს მსოფლიოს 72 ქვეყანასთან, ხოლო კატარი გახდა 73-ე სახელმწიფო ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!