საქართველოსა და ყაზახეთს შორის შუა დერეფნის განვითარებისა და ეფექტურობის გაზრდის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ყაზახეთს შორის 2022 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებაში დამატებებს ხელი მოეწერა, რომელიც 2022 – 2027 წლებში შუა დერეფნის განვითარების საგზაო რუკას შეეხება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დოკუმენტით ინფრასტრუქტურის განვითარების და ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით ახალი ღონისძიებები განისაზღვრა. დოკუმენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, სეტჟან აბლალიევმა მოაწერეს ხელი.

„დღეს არსებულ საგზაო რუკას აქტივობები დაემატა, რომელიც შუა დერეფნის განვითარებას, ინფრასტრუქტურული კომპონენტის გაძლიერებას და გამტარუნარიანობის გაზრდას უფრო მეტად შეუწყობს ხელს, ასევე ამაღლდება უსაფრთხოება, რაც სამომავლოდ, ჩვენი ქვეყნების და შუა დერეფნის პოზიციონირებაზე გლობალურ ვაჭრობასა და სატრანსპორტო გადაზიდვებში დადებითად აისახება“, – განაცხადა გურამ გურამიშვილმა ხელმოწერის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ „საგზაო რუკას“ 2022 – 2027 წლებისთვის 2022 წლის 25 ნოემბერს ხელი მოეწერა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრაზე, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიზნით გაიმართა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება