მიხეილ სარჯველაძე - 12 რეკომენდაციასთან მიმართებით ვერ მოინახება ვერც ერთი საკითხი, რაზეც შეიძლება არსებობდეს ნაბიჯის გადადგმის საჭიროება და ხელისუფლება თავს იკავებს

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ 12 რეკომენდაციასთან მიმართებით ვერ მოინახება ვერც ერთი საკითხი, რაზეც შეიძლება არსებობდეს ნაბიჯის გადადგმის საჭიროება და ხელისუფლება თავს იკავებს.

სარჯველაძემ ამ კონტექსტში რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, მათ შორის, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ "კეთილსინდისიერი ოპოზიციის" არსებობის პირობებში დეპოლარიზაცია მიღწევადია. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ორმაგი 2/3- ის პრინციპით მიღება თუ "ევროპელობისთვის წინაპირობაა", ასეთი ევროპაშიც უნდა მუშაობდეს.

"დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით, მარტო ხელისუფლება ვერ შეძლებს სერიოზული წარმატების მიღწევას სამწუხაროდ, რადგან ეს რეკომენდაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობის ხასიათს არეგულირებს, როგორც შეიძლება იქ ერთ - ერთი მონაწილე ამის მოწინააღმდეგე იყოს და ერთს მოეთხოვებოდეს პასუხი, ამიტომ, გასაგებია, რომ ამას ვერ შევასრულებთ, მაგრამ ქვეყნის სამართლებრივი სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ კეთილსინდისიერი ოპოზიციის არსებობის პირობებში მიღწევადია დეპოლარიზაცია, ეს მგონი, თვალსაჩინოა და გასაგები ყველასთვის. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, თითოეულ მათგანთან დაკავშირებით შემიძლია შევიდე კამათში და ვიმსჯელო, რა შეიძლება იყოს დაკლებული, რომ რეკომენდაცია სრულად შესრულებულად ჩავთვალოთ, იქნება ეს სასამართლოს რეფორმა, დეოლიგარქიზაცია თუ ნებისმიერი სხვა საკითხი. ჩვენ ვნახეთ, რომ 10 მიმართულებით იქნა იდენტიფიცირებული, რომ ქვეყანას აქვს პროგრესი, მათ შორის, 3 შემთხვევაში ითქვა, რომ აღარაფერი აქ გასაკეთებელი აღარ არის. დანარჩენ 7- ზე ითქვა, რომ არის პროგრესი, თუმცა, იყო შეხედულება, რომ შეიძლება აქ დამატებით ნაბიჯების გადადგმა, ეს ნაბიჯებიც ვნახეთ. ხელისუფლებამ გეგმა შესთავაზა საზოგადოებას, მათ შორის, ევროპელ პარტნიორებს, რომლითაც ყველა ამ საკითხზე გვაქვს კონკრეტული ხედვა, ახლა მაპატიეთ, თუ ვინმე თვლის, რომ ვიდრე (იუსტიციის საბჭოში) ორმაგი 2/3 არ იქნება საქართველოში შემოტანილი, რომელიც კატასტროფის ტოლფასია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის, ამას ბუნებრივია, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები, რომ ეს არის აუცილებელი ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ორმაგი 2/3- ის ინსტრუმენტი არ მუშაობს არც ერთ ევროპულ სახელმწიფოში და ეს თუ წინაპირობაა ევროპელობისთვის, მაშინ ევროპასაც უნდა ჰქონდეს და ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს. ვერ მონახავთ საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება არსებობდეს ნაბიჯის გადადგმის საჭიროება და თავს იკავებს ხელისუფლება, უბრალოდ, არის მოარული მოსაზრებები და ინიციატივები, რომლის გაზიარებაც შემიძლია ავხსნა რატომ არ შეიძლება,"- განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, სარჯველაძის განცხადებით, „ის, რომ მავნებლობა იყო ასეთი ტერმინებით ჟონგლიორობა, როგორიც არის "დებიძინიზაცია" და ა.შ. ამაზე თვითონ ევროკომისიამ პასუხი გასცა, როცა თქვა, რომ პერსონიფიცირებული მიდგომა არ შეიძლება."

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება