„საქსტატი“ - 2022 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 152.6 მლნ ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 152.6 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან, საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 71.2 პროცენტს შეადგენს, ხოლო 28.8 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 70.7 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 76.2 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 23.8 პროცენტი - ადგილობრივ გზავნილებზე.

„საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 17.8 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 59.6 პროცენტი საერთაშორისო, ხოლო 40.4 პროცენტი - ადგილობრივი გზავნილებია. საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2022 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5 379.3 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 7 403.1 ათასი ამანათი.

2022 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3.7 ათას კაცს შეადგენდა, მათ შორის 1 124 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება