ლაზარ კომანესკუ - მსურს, აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო თემის - „დაკავშირებადობის“ შერჩევისთვის

მოხარული ვარ საქართველოში, თბილისში ვიზიტით, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მოწვევით. მსურს, ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადავუხადო ამ თემის - „დაკავშირებადობის შერჩევისთვის, - ამის შესახებ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალურმა მდივანმა, ლაზარ კომანესკუმ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაზე - „ვაჭრობა მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლაზარ კომანესკუმ თავის გამოსვლაში ასევე აქცენტი გააკეთა მსოფლიოში არსებულ გლობალურ გამოწვევებსა და ამ რთულ პროცესებში დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე.

„უახლოესი წარსულისა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, მათ შორის ჩვენს რეგიონზეც. ბევრი უნდა ვიმუშაოთ და მეტი კონცენტრირება გავაკეთოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შევქმნათ მედეგი ურთიერთდამოკიდებულებები. ვაჭრობა, თავისთავად, დაკავშირებადობას გულისხმობს“, - განახადა ლაზარ კომანესკუმ.

მისი განცხადებით, ამ საკითხის განხილვისას აღსანიშნია რამდენიმე ინიციატივა: G7, G20, ინდოეთის შეხვედრები, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა ტიპის დერეფნებს.

„დიდი იმედი მაქვს, ეს პროექტები და ინიციატივები განვითარდება ურთიერთშემავსებელი ხასიათით“, - აღნიშნა კომანესკუმ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!