პეტ პატელი - საქართველოს აქვს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების კარგი პოტენციალი

თბილისის აბრეშუმის გზის 2023 წლის ფორუმზე ფინანსური ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, რომელსაც სპეციალური პანელი მიეძღვნა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს სურთ, ფინტექი გამოიყენონ და ჩვენ, ფორუმის ფარგლებში, ამ შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, საქართველო ძალიან კარგად მუშაობს ამ მიმართულებით და რაზეც ახლა უნდა ვიფიქროთ, არის 10-წლიანი გეგმა, რომელიც ფინტექის განვითარებას საქართველოში და მის გამოყენებას ქვეყნის მასშტაბით ხელს შეუწყობს”, - განაცხადა Elevandi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პეტ პატელმა.

მისი შეფასებით, საქართველოს ფინტექის განვითარების კარგი პოტენციალი აქვს.

„ვფიქრობ, რომ განვითარებად ბაზრებზე მყოფი ქვეყნებისთვის ეს არის შესაძლებლობა, იხელმძღვანელონ იმით, რაც ამჟამად აქვთ და ეს არის შესაძლებლობა, შექმნან გეგმა, რომელიც ცენტრალური ბანკის, ძირითადი ბანკებისა და ფინტექის წარმომადგენლების ჩართულობას გულისხმობს. ასე რომ, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ, ქვეყანაში ძლიერი ფინტექ-საზოგადოების შექმნა დაიწყოთ”,- აღნიშნა პატელმა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია Elevandi-ს ხელმძღვანელი ფინტექ-ეკოსისტემის განვითარებისთვის სამხრეთ აზიაში, აფრიკასა და ევროპაში, როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესის დონეზე წარმატებით მუშაობს. კომპანია ერთმანეთთან ადამიანებს, ბიზნესს და იდეებს აკავშირებს, რათა ფინტექის მიმართულებით აქტივობა და ინვესტიციები გაიზარდოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება