აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მხარს არ ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც „ჰამასს“ დასვენებისა და ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული ოპერაციების გაგრძელების საშუალებას მისცემს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ღაზის სექტორში ცეცხლის ისეთ შეწყვეტას, რომელიც საშუალებას მისცემს „ჰამასს“ დაისვენოს, გადაიარაღდეს და ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული ოპერაციები გააგრძელოს.

მისი თქმით, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმების გარდა, „ჰამასი“ ყოველდღე უშვებს რაკეტებს, რომლის სამიზნე ისრაელში უდანაშაულო მოქალაქეები არიან.

„ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტის, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, გააგრძელონ ეს ოპერაციები. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვფიქრობთ, რომ მხარეებმა უნდა განიხილონ ჰუმანიტარული პაუზები, რაც დახმარების მიწოდების საშუალებას უზრუნველყოფს. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავეთ იმისთვის, რომ რაფაჰის გადასასვლელი გაიხსნას“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს ინფორმაცია „ჰამასის“ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზაში 50 მძევალი ემსხვერპლა და არიან თუ არა აშშ-ის მოქალაქეები დაღუპულ მძევლებს შორის, მეთიუ მილერმა უპასუხა, რომ მათ მძევლების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და რომ ამერიკის ორი მოქალაქის გათავისუფლებაში კატარმა მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება