მუხიანის აგარაკებზე, ჩხარის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დედაქალაქის მერიის ცნობით, გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, შესაბამისი სამუშაოები მუხიანის აგარაკებზე, ჩხარის ქუჩაზე 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 75 000 ლარი დაიხარჯება.

„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამავე დასახლებაში კიდევ ერთ მისამართზე - სამეგრელოს ქუჩაზეც მიმდინარეობს. გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება