ბორჯომის მერი ანსამბლ „ბორჯომის“ 50 წლის საიუბილეო კონცერტს დაესწრო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ოთარ არბოლიშვილი მეუღლესთან, მაკა მთიულიშვილთან ერთად ანსამბლ „ბორჯომის“ 50 წლის საიუბილეო კონცერტს დაესწრო, რომელიც ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა.

ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონცერტს თვითმმართველობის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ემოციებით სავსე იყო ანსამბლ ,,ბორჯომის" 50 წლის იუბილე, რომელიც ანსამბლის სამმა თაობამ განსაკუთრებული კონცერტით აღნიშნა.

კონცერტის ფარგლებში, ფოლკლორულ სიმღერებთან ერთად, ანსამბლის წევრებმა ქალაქური სიმღერებიც შეასრულეს.

,,მოხარული ვარ, რომ დღეს წილად მხვდა ბედნიერება, დავსწრებოდი ქართული მრავალხმიანი სიმღერის ზეიმს - ანსამბლ ,,ბორჯომი" საიუბილეო საღამოს. ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრება წარმოუდგენელია ანსამბლისა და მისი შემოქმედების გარეშე. ანსამბლი ,,ბორჯომი“ არა მარტო ჩვენი ქალაქის, საქართველოს სახეა. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს და შეაქვთ რეგიონისა და ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში. ანსამბლის წევრებმა დაუღალავი, ნაყოფიერი შრომითა და ნიჭით დაიმსახურა ხალხის უზომო სიყვარული. გისურვებთ მომავალში უფრო და უფრო მეტ შემოქმედებით წარმატებას და წინსვლას“-აღნიშნა მილოცვისას ოთარ არბოლიშვილმა.

მათივე ცნობით, წლების განმავლობაში, ანსამბლი ,,ბორჯომი“ არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი გახდა. საიუბილეო კონცერტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება