ალი ასადოვი - ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა

ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აზერბაიჯანის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა საქართველოს მთავრობას. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, თქვენი მოწვევით ჩვენ გუშინ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ ვიღებდით მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრს და ორგანიზატორებს მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა“, - განაცხადა ალი ასადოვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება