გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“, სტივ ლაზარიდისის კურატორობით, უკვე 5000-ზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მეხუთე დაბადების დღესთან დაკავშირებით, SOLO X-ისა და VISA-ს მხარდაჭერით, 18 ოქტომბერს მუზეუმმა ბენქსის საერთაშორისო გამოფენა - „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“, სტივ ლაზარიდისის კურატორობით გახსნა. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გახსნის დღიდან სულ ერთი კვირა გავიდა, თუმცა, გამოფენა უკვე 5000-ზე მეტმა ადამიანმა იხილა.

„მუზეუმში გამოფენილია მსოფლიოში აღიარებული ლეგენდარული ბრიტანელი ქუჩის არტისტის ორიგინალი ნამუშევრები, ასევე, გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის მიერ გადაღებული ბენქსის და მისი შემოქმედების ექსკლუზიური ფოტო-ვიდეო მასალა. ნამუშევრების ერთიანობა დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს ბექნსის გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლებამდე, გაიზიაროს სტივ ლაზარიდისის ხედვა და გახდეს ბენქსის ისტორიის ნაწილი.

გამოფენა თბილისში 14 თებერვლამდე დარჩება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია მუზეუმის სალაროში, სადაც SOLO Visa ბარათის მფლობელები 15%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

ამასთანავე, გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, ქართველი ქუჩის მხატვრების - გაგოშას, მიშიკო სულაკაურის, სემიჩკას, კოსკას, SICK ‘N TIRED-ის მიერ მუზეუმის კედლებზე შესრულებული ნამუშევრები იხილოს. ქართველი არტისტების გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება