პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ხელისუფლებისგან უმუშევრობის დაზღვევის ამოქმედებას ითხოვს

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ხელისუფლებას მიმართავს და საქართველოს მოქალაქეებისთვის უმუშევრობის დაზღვევის ამოქმედებას ითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.

პარტიის მდივანი ბესიკ ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ უმუშევრობის დაზღვევა ის სოციალური პროგრამაა, რომელიც ევროპის არაერთ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს.

„დღეს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია, დაკავებულია მეორეხარისხოვანი საკითხების განხილვით და ერთმანეთში კინკლაობით იმის ნაცვლად, რომ რეალურ პრობლემებზე ისაუბრონ. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი თემა - უმუშევრობის დაზღვევაა. მისი გამოყენება ძალიან მარტივი და ნებაყოფლობითია. მთავარია, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მოქალაქე იყოს დასაქმებული და იხდიდეს გადასახადებს. უმუშევრობის დაზღვევა იმ თანხის აკუმულირებას ახდენს, ერთი ადამიანის არსებობისთვის საკმარისი იქნება“, - აცხადებს ბესიკ ჩაკვეტაძე.

მისივე თქმით, უმუშევრობის დაზღვევა კერძო სადაზღვევო პოლისის მსგავსად მუშაობს. არსებობს სტანდარტული პაკეტი ან ისეთი, სადაც მოქალაქე სურვილის მიხედვით დამატებით თანხას შეიტანს.

„უმუშევრობის დაზღვევას ვიყენებთ, როცა კომპანია სამსახურიდან მისი მიზეზით გვათავისუფლებს, ან მიმდინარეობს რესტრუქტურიზაცია, კადრების შემცირება, გვაქვს ჯანმრთელობის პრობლემები ან პანდემიის გამოწვევის წინაშე ვართ. სწორედ კორონა პანდემიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ უმუშევრობა მთავარი სოციალური პრობლემაა, რაც ემიგრაციის მასშტაბებს ზრდის. ამიტომაც მივმართავთ ხელისუფლებას, რომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და დაიწყოს უმუშევრობის დაზღვევის პროგრამაზე მუშაობა.

პარტიას - „ანა დოლიძე ხალხისთვის“ შემუშავებული აქვს კონკრეტული სოციალური პაკეტი და გეგმა ამ მიმართულებით, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რომ სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში ერთი მხრივ თავის რეალიზება მოახდინოს და რაც მთავარია, ყოველდღიური სოციალური პრობლემები მარტივად გადალახოს“, - აცხადებს პარტიის მდივანი ბესიკ ჩაკვეტაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება