პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 26 იანვარს, თბილისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ორ დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად დაზარალებულები სიკვდილს გადაურჩნენ.

„დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება