შემოსავლების სამსახურში „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) პროექტის განხორციელება მიმდინარეობს

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ (CTC) ,,ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციასთან მიერთებისა ,,ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) იმპლემენტაციის მზაობის შეფასების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ევროკავშირის საგადასახადო და საბაჟო გაერთიანების დირექტორატის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მისიის შემადგენლობაში შემავალმა ავსტრიის, ნიდერლანდების, ლატვიის, ჩეხეთისა და თურქეთის საბაჟო/საგადასახადო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, ზურაბ სიჭინავასთან და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.

„შეხვედრისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს წარუდგინეს ვრცელი პრეზენტაცია პროექტის იმპლემენტაციის მიზნით სამსახურში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. ამასთან, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ფორმატში, ევროკომისიის წევრებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ,,ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) შესახებ, საკუთარი ქვეყნების წარმატებული გამოცდილება გაუზიარეს და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო სატრანზიტო კონვენციის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში (საერთო ჯამში 36 ქვეყანა), რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი“ და თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სადაც ,,ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვის პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან