Hotsale.ge „ეკო სამიტი 2023-ის“ პარტნიორია

დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge „ეკო სამიტი 2023-ის“ პარტნიორია. სამიტი ტარდება პლასტმასისგან თავისუფალი კვირეულის ფარგლებში შვედეთის სახელმწიფო სააგენტოს, შვედური ინსტიტუტის დაფინანსებითა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან აიპ საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელი და ააიპ ტრენერთა ასოციაცია. სამიტი მოიცავს ორ აქტივობას: კონფერენცია თემაზე პასუხისმგებლიანი საზოგადოება პლასტმასისგან თავისუფალი ქალაქისთვის და გამწვანების აქცია. ის მიზნად ისახავს ეკო-მეგობრული წარმოების პოპულარიზაციას და ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნაწარმის მოხმარების შემცირების წახალისებას.

აღსანიშნავია, რომ გამწვანების აქციის ფარგლებში დაგეგმილია პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელთან ერთად განსაზღვრულ უბანში ხე-მცენარეების დარგვა.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ელით საინტერესო სპიკერები და აქტივობები, მათ შორის, Hotsale-ის გათამაშება. დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge აგრძელებს გარემოსდაცვითი აქტივობების, მხარდაჭერას და მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს საინტერესო სიახლეებს.

კონფერენციაში მონაწილეობა თავისუფალია. სურვილისამებრ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა გამწვანების აქციაში, რათა თქვენს სახელზე დაირგოს ხე.

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/b9xHkzteUzkZGLqHA

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება