თელ-ავივზე ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, არიან დაშავებულები

თელ-ავივზე ნახევარი საათის შუალედით ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასის“ შეიარაღებულმა ფრთამ, „ალ-კასამის ბრიგადებმა“ აიღო.

„ალ-კასამის ბრიგადებმა“ განაახლეს თელ-ავივის დაბომბვა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სიონისტების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ“, - აცხადებენ „ალ-კასამის ბრიგადებში“.

გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და 3 ადამიანი დაშავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება