კახა კალაძე ჩინეთის პროვინცია სიჩუანის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ჩინეთის სიჩუანის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სონგ ჩაოჰუას და სიჩუანის დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ინვესტიციები, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი, ტურიზმი და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები.

შეხვედრაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ჩინეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ და ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში, ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-ჩინეთს შორის თანამშრომლობის ზრდის მიმართ არსებულ ორმხრივ ინტერესს.

„ჩინეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და სურვილი გვაქვს, ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გავაღრმაოთ. ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავს „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2023 წლის ივლისში დასტურია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების. 2022 წელს ჩვენ აღვნიშნეთ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს მზარდი თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება. 2022 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს თბილისსა და სიჩუანის პროვინციას შორის „პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესახებ“. უახლოეს მომავალში განიხილება თბილისსა და სიჩუანს შორის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, სიჩუანის პროვინციის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სონგ ჩაოჰუას მადლობა გადაუხადა თბილისის მერს გულთბილი შეხვედრისთვის და თბილისსა და სიჩუანის პროვინციას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის