საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტის პრიორიტეტი მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის უზრუნველყოფის გარდა, სტუდენტების დასაქმება და მათი პროფესიონალად ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა სტუდენტისათვის შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის არსებობაა, მიზანი - მაღალკვალიფიციური კადრის მომზადება და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კი სტუდენტებისთვის კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა შესაძლებლობას იყენებს, ხელი შეუწყოს სტუდენტს გარანტირებული მომავლის შექმნაში. დღეს მორიგ თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რაც გულისხმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, ხელი შევუწყოთ სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები საქსტატთან ურთიერთობის გზით, გამოცდილებას მიიღებენ, გაივლიან პრაქტიკასა და სტაჟირებას. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს პარტნიორებს და სტუდენტებს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ს რექტორს, აკადემიურ პერსონალს თანამშრომლობისთვის. როგორც გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, სტატისტიკის ეროვნული სამსახური მზადაა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისი გასაუბრების შედეგად, შერჩეული სტუდენტები უზრუნველყოს სტაჟირების გავლისათვის აუცილებელი სათანადო პირობებით, ასევე, „საქსტატისათვის“ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უნივერსიტეტში ჩაატარებენ საჯარო ლექციებს სტუდენტებისათვის აქტუალურ თემებზე. სამსახური ხელს შეუწყობს „საქსტატის“ მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობას.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო