ნათია თურნავამ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში B2B შეხვედრები გამართა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში B2B შეხვედრები გამართა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ერთ-ერთი გლობალური კრიპტო ეკოსისტემის Binance-ის რეგიონალური ბაზრების ხელმძღვანელ რიჩარდ ტენგთან B2B შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია დაინტერესებულია საქართველოს განვითარებადი ფინტექ გარემოთი.

„საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ფინტექ კომპანიების როლს საქართველოს ბაზრის განვითარებასა და ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე.

Elevandi-ის აღმასრულებელ დირექტორთან პატ პატელთან აუდიენციაზე კი მხარეებმა ფინტეკის როლის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს ციფრულ ეკონომიკაში საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის ღია დიალოგის აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ სინგაპურის მონეტარული უწყების მიერ დაფუძნებული კომპანია Elevandi, სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ერთ-ერთი მასპინძელი და ორგანიზატორია. ფესტივალი 15-17 ნოემბერს გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკი, პარტნიორ ქართულ კომერციულ ბანკებთან და ფინტექ კომპანიებთან ერთადაა მიწვეული. სპეციალურად გამოყოფილ პავილიონში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბანკის ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული მიღწევები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება