ომბუდსმენი - მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა - მეტი ძალისხმევა, მათ შორის, ფიზიკურად ადგილზე ყოფნა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გამყოფ ხაზთან მდებარე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ოძისისა და გრემისხევის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოძისისა და გრემისხევის მოსახლეობის მთავარი პრობლემა ოკუპაცია, მცოცავი ანექსია და საფრთხის შემცველი გარემოა, მაგრამ ამის გარდა, სოფლებს შეზღუდული აქვს წყალზე წვდომა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულად არ მუშაობს, სამუშაო ადგილების რაოდენობა არასაკმარისია.

მისი თქმით, ასეთი პირობები მოსახლეობის გადინებას იწვევს და სოფლები ნელ-ნელა ცარიელდება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა საკეთილდღეოდ სახელმწიფომ უფრო ინტენსიური ღონისძიებები უნდა გაატაროს.

„ჩემი მთავარი პრიორიტეტია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი. სულ ცოტა, თვეში ერთხელ მაინც ჩავდივარ, ვხვდები მოსახლეობას, ვიგებ მათ პრობლემებს. ჩემი მიზანია მაქსიმალური ყურადღება მივაქციო ამ სოფლების მაცხოვრებლებს და ასევე, მინდა სახელმწიფო უწყებების ყურადღება მივიპყრო და წარმოვაჩინო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეტი ძალისხმევის გამოჩენა ამ მიმართულებით.

დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ადამიანების დამაგრება თავის მიწაზე, ვინაიდან, რაც უფრო მეტი მაცხოვრებელი დატოვებს აქაურობას, იმდენად უფრო გაუადვილდება საოკუპაციო რეჟიმს თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა. მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად კი აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა, სახელმწიფო პროგრამების არსებობა და მეტი ძალისხმევა, მათ შორის, ჩვენი ფიზიკურად ადგილზე ყოფნა, რათა ჩვენ მიერ მიტოვებულ ადგილებს სხვა არ დაეპატრონოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება