გიგი წერეთელი - ჩვენ გვჭირდება იმგვარი მმართველობა, რომლის მიზანიც საქართველოს რეალური ევროინტეგრაცია იქნება, ამისთვის კი ცვლილებაა საჭირო

ჩვენ გვჭირდება იმგვარი მმართველობა, რომლის მიზანიც საქართველოს რეალური ევროინტეგრაცია იქნება, ამისთვის კი ცვლილებაა საჭირო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა კანდიდატის სტატუსთან მიმართებით არსებულ დისკუსიას და აღნიშნა, რომ ჩვენ დღეს მკაფიო სურათი გვექნებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამდა მის მოსაპოვებლად და არა საპირისპიროს.

„ეს უნდა იყოს მთავარი საკითხი, ჩვენ გვჭირდება იმგვარი მმართველობა, რომელიც რეალურად ამ დღის წესრიგს მიანიჭებს პრიორიტეტს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არა მხოლოდ სტატუსი მოგვანიჭონ, არამედ გაგრძელდეს ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს სვლა, სწორედ ამისთვის არის საჭირო მმართველობის ცვლილება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება