ფოთის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე სამუშაო გარემოში მიულოცეს

ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული დღე, ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა პედაგოგებს სამუშაო გარემოში მიულოცეს. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფოთში, სულ 11 საჯარო და 3 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც სასწავლო პროცესს 490 მასწავლებელი უძღვება.

„მადლობას გიხდით ჩვენს საყვარელ პედაგოგებს ფასდაუდებელი შრომისთვის, სიყვარულისთვის, ზრუნვისა და შთაგონებისთვის. თქვენ ყოველდღიურად აღვივებთ მოსწავლეებში ცოდნის სიყვარულს და მათ ღირსეულ მოქალაქეებად აყალიბებთ. თქვენი დიდი და საპასუხისმგებლო საქმიანობით ყოველდღიურად ქმნით მყარ საფუძველს ხვალინდელი დღისთვის. მადლობა, რომ თავდადებით ემსახურებით ჩვენი ქვეყნის მომავალს! წინსვლას და წარმატებას გისურვებთ", - აღნიშნა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!