მიხეილ სარჯველაძე - ჩვენ გვყავს არა ოპოზიცია, არამედ რევკომი

სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს არა ოპოზიცია, არამედ რევკომი თავისი მიხეილ სააკაშვილითა და ყველა იმ ადამიანით, ვინც ცდილობს, რომ ამომრჩეველს დესტაბილიზაცია შესთავაზოს - დესტაბილიზაციაზე ფიქრის არც საფუძველი, არც მიზეზი არ არსებობს და ბუნებრივია, ამის უფლება არავის აქვს, - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლეგიტიმურად ჩატარებული არჩევნების პირობებში ოპოზიციას წარმატების არავითარი რესურსი არ გააჩნია.

"ამას თავადაც კარგად ხვდებიან, ამიტომ წინასწარ იმზადებენ პლაცდარმს, რადგან შემდგომ განაცხადონ, თითქოს არჩევნები გაყალბდა. 2020 წლის არჩევნების დროსაც ლაპარაკობდნენ იმის თაობაზე, თითქოს არჩევნები გაყალბდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ერთი მტკიცებულებაც წარმოდგენაც კი ვერავინ შეძლო.

ახლაც, წინასწარ იციან რა, რომ მარცხისთვის არიან განწირულნი, შეეცდებიან, ისე წარმოადგინონ, თითქოს არჩევნებისთვის რაღაც პრობლემას აქვს ადგილი და შემდგომ რევოლუციური სცენარების განვითარებაზე იფიქრონ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება