ნათია თურნავა ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" B2B შეხვედრების ფარგლებში, ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ჰოკიმ ხოლიკზოდას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკებს შორის თანამშრომლობის 10-წლიანი გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოსა და ტაჯიკეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.

აღსანიშნავია, რომ სებ-ის წარმატებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!