გურამ გურამიშვილმა რუმინელ კოლეგასთან შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბების შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ადრიან ფოგის შეხვდა და მასთან შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბების შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების ფარგლებში, შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურებაზე გამახვილდა. მინისტრის მოადგილემ რეგიონულ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პროცესებში რუმინეთის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. მისი თქმით, რუმინეთს, როგორც საზღვაო მიმართულებით ევროკავშირის მომიჯნავე ქვეყანას, ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის კუთხით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის შავ ზღვაზე საზღვაო-საბორნე მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდას, საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე, შავი ზღვის ბოჭკოვანი კაბელის პროექტს და სხვ.

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პრიორიტეტული მიმართულებების გაღრმავების მიზნით თანამშრომლობას გააგრძელებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება