დავით ბერძენიშვილი - „მესამე ძალის“ კი არა, „პირველი ძალის“ შექმნის შესაძლებლობა აქვს ბევრ პატარა პარტიას - უნდა იყოს ერთი დიდი, მაქსიმუმ ორი სუბიექტი, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ იყოს

საქართველო უკრაინის ხელისუფლიდან ბელარუსთან დაწყვილებას არ იმსახურებს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე საუბრობდა, რომ „ევროკავშირის გადაწყვეტილება განსაზღვრავს მომავალ გზას - ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული“.

როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენას მოახდენს 2024 წელს გასამართ არჩევნებზე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დეკემბერში გვინდა.

„განა უშეცდომო ვინ არის. განა მე არ მომსვლია შეცდომა, თან ამდენი წლის განმავლობაში ამ პოლიტიკურ სივრცეში ყოფნის დროს და ვის არ მოსვლია, მაგრამ შეცდომაში გაჯიუტებას ჰქვია სიბრიყვე და არავის ვუსურვებ ამ სიბრიყვეს.

ძალიან ცუდი ამბავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირს მიმართავს, რომ ჩვენ და მოლდოვა დღეს და ხვალ ბელარუსი და საქართველო. ბელარუსთან საქართველოს დაწყვილება არასწორია. საქართველო უკრაინის ხელისუფლიდან ბელარუსთან დაწყვილებას არ იმსახურებს“,-აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მან ასევე ოპოზიციურ სპექტრზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში „არანაციონალი“ ოპოზიციონერი ამომრჩეველი 20%-ზე მეტია და პატარ-პატარა პარტიების ნაცვლად, უნდა იყოს ერთი დიდი, მაქსიმუმ ორი სუბიექტი, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ იყოს.

„მე მგონია, რომ „ნაცმოძრაობას“ უნდა მოუგო არჩევნები. „მესამე ძალის“ კი არა, „პირველი ძალის“ შექმნის შესაძლებლობა აქვს ბევრ პატარა პარტიას, ერთიანი, დიდი, მძლავრი. აქეთ არის „ნაცმოძრაობა“, თავისი მიშათი, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან და ვინც კი ჰყავთ და იქით, მეორე მხარეს, მთელი „არანაცური“ ოპოზიცია რომ წარმოიდგინოთ - ერთი ეს. გახარიას პარტიას ასევე აქვს შანსი. მეორე - არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო აქტივისტები რაღაცა შედუღაბებული, ერთი დიდი სინერგიის მატარებელი, იმიტომ, რომ „არანაციონალი“ ოპოზიციონერი ამომრჩეველი არის 20%-ზე შესამჩნევად მეტი. ყველა არჩევნები ამას ადასტურებს და ამ დროს პატარ-პატარა 7-8 და 10 პარტია არ არის ამის ადეკვატური. უნდა იყოს ერთი დიდი, მაქსიმუმ ორი სუბიექტი, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ იყოს. მაშინ ეს „პირველი ძალა“ იქნება“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება