მაკა ბოჭორიშვილმა სტუდენტებთან  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო ლექცია გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, ასევე მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.

„ლექციაზე ინტერაქციულ რეჟიმში განიხილეს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროში, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯები, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობა და საქართველოს პარლამენტის როლი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაციის „მომავალი ექიმები საქართველოსთვის" ინიციატივით გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება